„საკურას ყვავილობის დღეები“

საქართველოში საკურას ყვავილობის დღეებს აღნიშნავენ, რის გამოც ბოტანიკურ ბაღში დღეს იაპონური კულტურა გაცოცხლდა. დილიდან აქ მოსული სტუმრები იაპონურ ტრადიციებსა და სუშის მომზადების წესებს ეცნობოდნენ, ათვალიერებდნენ გამოფენებს და ქართულ-იაპონური სამოსის ჩვენებას. დაირგო საკურას ათი ახალი ნერგი, რომელიც კიდევ უფრო მეტ სილამაზეს შესძენს ბოტანიკურ ბაღს. „საკურას ყვავილობის დღეები“ „შოდოს“ წარმოდგენითა და იაპონური ჩაის ცერემონიალით გაიხსნა და ღონისძიებები ხვალაც გაგრძელდება.