საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ რელიგიის საკითხთა სააგენტომ ალბომი გამოსცა.
ფოტოალბომში თავმოყრილია ინფორმაცია რელიგიური ორგანიზაციების ნაგებობების რაოდენობის, სახელწოდებისა და სტატუსის შესახებ. პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.