საკრებულოს წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ დეპუტატებთან –  ლევან გოგიჩაიშვილთან და გედევან ფოფხაძესთან. ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, ის ათი დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდა და ძლიერი თავის ტკივილის გამო, „ცხელების ცენტრში“ მოათავსეს, სადაც კორონავირუსზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევით, ვირუსი დაუდგინდა.

საკრებულოს დეპუტატი ახლა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის მკურნალობის კურსს. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.