საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 12 საათისთვის საარჩევნო უბანზე 867 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც დაახლოებით 20 პროცენტია.
ადიგენში 12 საათისთვის 1 466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 305 ამომრჩეველი მივიდა.
მარტვილში კი 12 საათისთვის თითქმის 17 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.