საკრებულოს შუალედური არჩევნები - ცესკო-ს განცხადება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ლაგოდეხში, სადაც 4 229 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 12 საათისთვის საარჩევნო უბანზე 867 ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული, რაც დაახლოებით 20 პროცენტია.

ადიგენში 12 საათისთვის 1 466 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან საარჩევნო უბანზე 305 ამომრჩეველი მივიდა.

მარტვილში კი 12 საათისთვის  თითქმის 17 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა.