საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა
მეექვსე მოწვევის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცა. თბილისის 10 გამგებელი, საქალაქო სამსახურების 12 ხელმძღვანელი და მერის 4 მოადგილე არჩეულია. მმართველი გუნდის, საკრებულოს 40 დეპუტატს გადაწყვეტილების მიღება ოპონენტების ჩართულობის გარეშე მოუწია.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში შემავალ პარტიებს “ევროპულ საქართველოს” და “პატრიოტთა ალიანსს”, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” კი დარბაზი დატოვა.
დეპუტატები საკრებულოში კალაძის მისვლას ითხოვდნენ. თუმცა, ახლადარჩეული მერი წარმომადგენლობით ორგანოში გუშინ არ მისულა. დღის ბოლოს თბილისის მთავრობის ახლადდამტკიცებულმა წევრებმა ჟურნალისტებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.