არჩილ თალაკვაძე – საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვებას ვულოცავ

23:37, 17.11.2017

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვებას ულოცავს. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ქალაქის მერს კახა კალაძეს და მის გუნდს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

„საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, ვულოცავ თბილისის მთავრობას ნდობის მოპოვებას. წარმატებებს ვუსურვებთ ქალაქის მერს კახა კალაძეს და მის გუნდს.

თბილისი გელოდებათ, ჩვენი მხრიდან გექნებათ მხარდაჭერა ყველა საუკეთესო წამოწყებაში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცეს.

მსგავსი