შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი – დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდა, მუშაობა განახლდა სავალუტო ჯიხურებში, ყველა სახის მომსახურება აღდგა კვების ობიექტებში, მათ შორის დახურულ სივრცეში.
გაიხსნა ის სასტუმროებიც, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვა აქვთ. შეზღუდვების მოხსნის მორიგ ეტაპსა და ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე იმსჯელეს დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზეც და მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
რა განცხადებები გაკეთდა სხდომაზე და სხდომის შემდეგ, ანა ბროლაძე გაგვაცნობს.