საფრთხეებისა და რისკების ზრდის ფონზე, მკაცრდება საგანგებო ზომები. შეზღუდვები წესდება სატრანსპორტო მომსახურებაზე. ხვალიდან თბილისსა და რეგიონებში სამარშრუტო ტაქსები აღარ იმოძრავებენ. წყდება ამავე ტრანსპორტით საქალაქთაშორისო რეისები.
მოქალაქეებს მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურებიან, სადაც მძღოლები მგზავრებისგან იზოლირებულები იქნებიან. იხურება სპორტდარბაზებიც. კორონავირუსის გავრცელების ეტაპის დაანონსების შემდეგ, მთავრობა მთავარ ამოცანად ახლა პიკის პერიოდის თავიდან აცილებას ასახელებს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ამ ეტაპზე ისევ არ განიხილება.