საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისი პირველ საკონსულტაციო შეხვედრას მართავს.
განსახილველი საკითხი ვირუსული ჰეპატიტები და მასთან ბრძოლის მეთოდებია.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, შეხვედრის თბილისში გამართვის გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებით და ამ მიმართულებით საქართველო მოიაზრება, როგორც ერთ-ერთი მთავარი სამოდელო ქვეყანა.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლით გაიხსნა და მას სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.