გლობალურმა კვლევითმა და საკონსულტაციო ჯგუფმა „ეი-სი-თიმ“ თავისი ქვებრენდის პრეზენტაცია გამართა. „ეი-სი-თი იმპაქტ” – ასე ჰქვია ახალ კომპანიას, რომელიც საკონსულტაციო სფეროში ახალი პროდუქტების დანერგვას გეგმავს.
ბრენდის საქმიანობა, ძირითადად, განვითარების პროექტებზე იქნება ფოკუსირებული. ის მოიცავს სერვისებს, როგორიცაა სოციალური, ბიზნესისა და გენდერის კვლევები, მონიტორინგი და შეფასება და საჯარო პოლიტიკის ანალიზი. პროექტის პრეზენტაციას ბიზნესის სფეროს, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.