„საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ განცხადება

„საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ წევრები – აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ცესკო-ს საკონსულტაციო ჯგუფში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. მათი თქმით, საბჭოს თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით არის არჩეული. ასევე ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ საკონსულტაციო ჯგუფის წევრი 11 არასამთავრობოდან, ცხრა სარგებლობს ცესკო-ს გრანტებით და ცესკო-ს დავალებებს ისინი პირდაპირ შეასრულებენ. ხუსკივაძე-კობალაძე საკონსულტაციო ჯგუფს მოუწოდებენ დაასახელონ თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი და აირჩიონ კანონის დაცვით.