2018 წლიდან შესაძლოა ამოქმედდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში დავის საგანია. როგორი ნარკოპოლიტიკა ექნება ქვეყანას – ამ საკითხის გადაწყვეტა ახლა პარლამენტის პრეროგატივაა. თუ ხელისუფლება მკვეთრი ლიბერალიზაციისკენ წავა, მაშინ ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარება სისხლის სამართლებრივად დასჯადი აღარ იქნება. თუმცა საკანონმდებლო ორგანოში ინცირებული კანონპროექტის გარშემო ვნებათაღელვა ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად უკვე ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით მარიხუნას განმეორებითი მოხმარების შემთხვევაშიც კი პირი საპატიმრო დაწესებულებაში აღარ მოხვდება.
გიორგი კობერიძე მოსალოდნელი რეფორმის დეტალებით.