საკონსტიტუციო სასამართლო: პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

გადაწყვეტილებაში, რომელსაც პლენუმის ცხრა წევრიდან მხარი ექვსმა მოსამართლემ დაუჭირა, ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა საგარეო ურთიერთობების სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე განახორციელა. ამ ქმედების შედეგად კი დაირღვა კონსტიტუციის 52-ე მუხლი. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაში ცალსახად არის ნათქვამი, რომ არსებული კონსტიტუციური წესრიგის პირობებში, პრეზიდენტის ნებისმიერი საგარეო-პოლიტიკური აქტივობა, სავალდებულო წესით ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის არსებობას.

მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.