საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა - ჩართვა ბათუმიდან

პოლიტიკურიდან სამართლებრივ სივრცეში გადანაცვლებული დავა. არის თუ არა პროტესტის ფონზე მიღებული რეზონანსული კანონი კონსტიტუციასთან შეუსაბამო – საბოლოო სიტყვა საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა თქვას. „უცხოური ძალის გამჭვირვალობის“ კანონს პრეზიდენტი, ოპოზიცია, მესამე სექტორი და მედია-ორგანიზაციები ასაჩივრებენ. მთავარი მოთხოვნაა, რომ სამართლებრივი განხილვის დასრულებამდე და გადაწყვეტილების მიღებამდე, მაისში დამტკიცებული კანონის მოქმედება შეჩერდეს და შემდეგ საერთოდ გაუქმდეს. გაერთიანებული ოთხი სარჩელის განხილვა მეორე დღეა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. არასამთავრობო და მედია-ორგანიზაციების სტიგმატიზება და საქმიანობის შეფერხება მოსარჩელეების მთავარი არგუმენტებია.

მომხსენებლები საკუთარ პოზიციებს ცალ-ცალკე წარმოადგენენ და სადავო საკანონმდებლო რეგულაციების უზენაესი კანონის 78-ე მუხლთან შეუსაბამობის დამტკიცებას ცდილობენ. დილით დაწყებული პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა.

რა ეტაპზეა განხილვა? – მომწესრიგებელ სხდომას „მოამბის“ ჟურნალისტი, მერაბ წულუკიძე ადევნებს თვალს.