„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ ქმედებას მიესალმება, ნაწილი კი სარჩელის შეტანის გადაწყვეტილებას სკეპტიკურად აფასებს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს. მმართველ გუნდში კი პრეზიდენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კანონის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას უსაფუძვლოს უწოდებენ და განმარტავენ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი სრულად ლეგიტიმურია.