რამდენად კონსტიტუციური იყო „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტა. საკითხზე დღეიდან საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. ინსტანცია შალვა ნათელაშვილის სარჩელს განიხილავს. „ლეიბორისტების“ ლიდერი ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მანდატი მას კონსტიტუციის დარღვევით შეუწყვიტა და პარტია „ქართული ოცნება“ ამით „ლეიბორისტულ პარტიას“ ებრძვის.