„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. მსჯელობა დღეს სამეგრელოში იმართება. შესაბამისი კომისია ცვლილებათა პაკეტს ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს აცნობს. განხილვის შედეგები კი საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთსა და ბათუმში. ცვლილებათა პაკეტი მოხვდა ევროპარლამენტარების რეზოლუციაშიც, რომელიც მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს ინიცირებული პროექტი, რადგან ის ლგბტქ თემის უფლებებს ზღუდავს. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტში 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ხმების საკმარისი რაოდენობა უმრავლესობას არ აქვს.