საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. მსჯელობა დილიდან მიმდინარეობს ბათუმში. შესაბამისი კომისია ცვლილებათა პაკეტს ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეებს აცნობს. განხილვის შედეგები კი საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა. ოპოზიციის ნაწილი პროცესში ჩართვას არ აპირებს. შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში. ხვალ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები სამეგრელოში გამართავენ შეხვედრას.