მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას იწყებს. “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტს 22 აპრილს ქალაქ ქუთაისში განიხილავენ. საკონსტიტუციო ინიციატივას უმრავლესობის 83 დეპუტატი აწერს ხელს. დაგეგმილი ცვლილებით კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინებას, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია კანონის პროექტს ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში განიხილავს. განხილვის შედეგები კი პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა დაიწყება. ოპოზიციის დიდი ნაწილი საყოველთაო სახალხო განხილვაში ჩართვას არ აპირებს. კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.