საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა ქუთაისის შემდეგ დღეს ამბროლაურში გაგრძელდება. დაგეგმილი ცვლილებით კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინებასა და დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. მომდევნო დღეებში საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია პროექტს სხვა რეგიონებშიც განიხილავს. მსჯელობის შედეგები კი პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტში კანონპროექტზე მსჯელობა.