საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი - შეფასებები ოპოზიციაში

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პოლიტიკოსების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური სისტემის ცვლილების გარეშე ბარიერის ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს. პარტია „გირჩისთვის“ კი, ბარიერის პროცენტი მიუღებელია და პარლამენტში შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებენ, თუ ბარიერი 0.67 პროცენტამდე დაიწევს. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პარტია „მოქალაქეები“ მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე უარის თქმა ქვეყნის ინტერესების ღალატი იქნება.

მოამბე