საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

საარჩევნო ბარიერი ხუთიდან სამ პროცენტამდე მცირდება. შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, მისი ინიცირება 29 მარტის ბიუროს სხდომაზე მოხდება. ცვლილებები „ქართულ ოცნებასა” და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს ეფუძნება. საარჩევნო ბარიერის გარდა, იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესიც. ფრაქციის შექმნა შვიდი დეპუტატის ნაცვლად ოთხ დეპუტატს შეეძლება. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, პარლამენტში ამ დროისთვის 96 დეპუტატია. ცვლილებების მიღებას პოლიტიკურ ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა სჭირდება. დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს შალვა პაპუაშვილმა და ლევან იოსელიანმა, სწორედ მათ წარადგინეს კონსტიტუციური პროექტი პარლამენტში.

რას ფიქრობენ პროექტის ინიციატორები, ექნება თუ არა ცვლილებებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის მხარდაჭერა? – თეონა მანაგაძე გვერთვება პირდაპირ ეთერში.

მოამბე