საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

როდის დააინიცირებს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მომზადებულ კანონპროექტს საპარლამენტო უმრავლესობა?– „ქართული ოცნების“ წევრებმა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა მოამზადეს, რომელზე ხელმოწერებიც მიმდინარე კვირის განმავლობაში გროვდებოდა.

წინასაარჩევნო პროპაგანდა – ასე აფასებენ ოპოზიციაში მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტს. მათი განცხადებით, ინიციატივა მოსახლეობის რეალური პრობლემების მოგვარებას არ ემსახურება და არც ამ კანონპროექტის საჭიროება არ არსებობს. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიზანი არა ვინმეს პირად ცხოვრებაში ჩარევა ან მათი უფლებების შელახვა, არამედ მოსახლეობის ლგბტ პროპაგანდისგან დაცვაა.