საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინში

„ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს – გადაწყვეტილება პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მანამდე „ევროპული საქართველოს“ წევრები აცხადებდნენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების გარეშე, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.

საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრა ხვალ რიგგარეშე სხდომაზეა დანიშნული. რა მიზეზით შეცვალა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვეტილება და რა გეგმა აქვს „ევროპულ საქართველოს“ უკვე მეორე მოსმენასთან დაკავშირებულ პროცესთან მიმართებით, ნათია ქენქაძე ესაუბრა პარტიის ლიდერებს და მათ პოზიციას პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს.