დგას თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტში ჩავარდნის რისკის წინაშე.
ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს ეს რისკი საკანონმდებლო ორგანოში დაინახა და ოპოზიციასთან კონსულტაციის შემდეგ პროექტის კენჭისყრა გადადო. 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების წინააღმდეგ მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები გამოდიან. სხდომათა დარბაზში დაფიქსირებული პოზიციების შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, უმრავლესობის ორი წევრი ერთმანეთს ფიზიკურად უკვე დეპუტატების ოთახში დაუპირისპირდა, თუმცა კანონმდებლები არ ადასტურებენ ფიზიკურ შეხლა-შემოხლას და ამბობენ, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ მწვავე კამათს.
თეონა მანაგაძე გვერთვება დეტალებით პარლამენტიდან.