საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის მიზნით, პარლამენტი საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთერის დათმობის მიზნით მიმართავს. აღნიშული გადაწყვეტილება საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო შეხვედრაზე მიიღეს. როგორც ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ განუცხადა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საჯარო შეხვედრები არ გაიმართება და საზოგადოებრივ მაუწყებელს საეთერო დროის დათმობის მოთხოვნით მიმართავენ.
სწორედ ტელეეთერის მეშვეობით მოხდება საზოგადოებისთვის ცვლილების გაცნობა, სადაც პასუხს გასცემენ მოსახლეობის კითხვებსაც. კობახიძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მომავალ კვირას დაიწყება.