საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, კონსტიტუციურ კანონპროექტზე, რომელიც გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს, მსჯელობა თბილისის შემდეგ ქუთაისში გაიმართა. ცვლილების თანახმად, გენერალური პროკურორი კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ 90 ხმით უნდა აირჩიონ. თუ ხმების ეს რაოდენობა ვერ მოგროვდება, საკმარისი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში, გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წლით განისაზღვრება. ცნობისთვის, კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს.