პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა მიმდინარეობს. კანონპროექტს იურიდიული კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს. კონსტიტუციური პროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა ინიცირებული, საარჩევნო ბარიერის შემცირებას, გენერალური პროკურორის არჩევისა და ფრაქციების შექმნის წესის ცვლილებებს ითვალისწინებს. კონსულტაციები ამ წუთებში მიმდინარეობს, მას როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.