საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

მიიღებენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს –  განხილვა პარლამენტში გრძელდება. საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე, მეორე მოსმენით იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე.  ცნობილია, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პროექტს მხარს არ დაუჭერენ. ხმების სანაცვლოდ ისინი კვლავ გიორგი რურუას გათავისუფლებას ითხოვენ. მხარდაჭერას გეგმავენ „პატრიოტთა ალიანსი“ და დამოუკიდებელი დეპუტატები. პროექტის მიხედვით, 2020 წლის არჩევნები 120/30-ზე მოდელით უნდა ჩატარდეს.