საკომიტეტო განხილვა ევროპარლამენტში

საქართველოში არსებული მდგომარეობა და 26 ოქტომბრის არჩევნები განიხილეს ევროპარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტში. ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ეუთო/ოდირის მეთაურობით შექმნილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარმა მიგნებებმა გამოავლინა რამდენიმე ხარვეზი, ეს წინასწარი მიგნებები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის საჭიროებას. ვარჰეის თქმით, ევროკავშირი კვლავ ერთგულია საქართველოსთან პარტნიორობის გაღრმავების მიმართ. ევროპარლამენტარმა ლუბოშ ბლაჰამ კი განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას პატივი უნდა სცენ. მისივე თქმით, საქართველოს უფლება აქვს ითანამშრომლოს რუსეთთან, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულია.