ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლის „სახლობანას“ პრემიერა შედგა. ერთმოქმედებიან წარმოდგენაში სამი თოჯინა და ექვსი მსახიობი სცენიდან სიყვარულსა და ომის სისასტიკეზე გვიყვება. სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა.