ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძარი პირველი შემთხვევა არ არის. ხუთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს სტიქიამ ბორჯომის ტყის ნაწილი გაანადგურა. სტიქიის ზონაში, მაშინ ხანძრის ჩაქრობას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ცდილობდნენ. ცეცხლის კერების ლიკვიდირების შემდეგ, ცეცხლმა აბასთუმნის ტყის მასივის ნაწილი მოიცვა. ორივე შემთხვევაში ხანძრის გავრცელების არეალი იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე ქვეყნის ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო. ბორჯომის ხეობა სტიქიის ზონად იქცა 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც, როცა 1 000-მდე ჰექტარი ტერიტორია საოკუპაციო ძალებმა გადაწვეს.
რა ზომები გატარდა მასშტაბური სტიქიების შემდეგ ტყის განადგურებული საფარის აღსადგენად.