სახიფათო ამანათები

რვა სახიფათო გზავნილი ნიუ იორკსა და ვაშინგტონში.

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იძიებს, ვინ გაგზავნა ამანათის სახით ასაფეთქებელი მოწყობილობები დონალდ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტების და მოწინააღმდეგეების მისამართებზე.

საიდუმლო სამსახურის და გამნაღმველების ოპერატიული მუშაობის შედეგად არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია.

მოქალაქეების ნაწილი დემოკრატების მისამართზე ასაფეთქებელი მოწყობილობის გაგზავნას ქვეყანაში მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს.