სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე სამი მოქალაქეა დაკავებული. სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის სამი მოქალაქე აიყვანეს. ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს. მიმდინარეობს გამოძიება.