ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში საქართველოში იმყოფება. შეხვედრების დაწყებამდე მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა: „აშშ სერიოზულად არის შეშფოთებული საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“, – აღნიშნა უზრა ზეიამ. მისი თქმით, ის ჩამოვიდა საქართველოში, მათ შორის იმისთვის, რომ ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერა გამოხატოს. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია ამ წუთებში „თბილისი მარიოტში“ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება, მანამდე კი დახურული შეხვედრა გამართა საელჩოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. სახელმწიფო მდივნის მოადგილის საქართველოში ვიზიტსა და მის განცხადებას აფასებენ პოლიტიკური სპექტრში.