სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გორის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული სიპ-ების და აიპ-ების ბოლო წლების ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს.
რას უკავშირდება აღნიშნული შემოწმება არ კონკრეტდება. გავრცელებული ინფორმაციით ბოლო ორი წლის განმავლობაში, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში სავარაუდო ფინანსურ დარღვევაზე გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აწარმოებს.