სახელმწიფო აუდიტი გორის მერიის მონაცემებს სწავლობს

18:55, 11.04.2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, გორის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული სიპ-ების და აიპ-ების ბოლო წლების ფინანსურ დოკუმენტაციას სწავლობს.

რას უკავშირდება აღნიშნული შემოწმება არ კონკრეტდება. გავრცელებული ინფორმაციით ბოლო ორი წლის განმავლობაში, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოში სავარაუდო ფინანსურ დარღვევაზე გამოძიებას სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტი აწარმოებს.

მსგავსი