სასკოლო წიგნების გრიფირების რამდენჯერმე გადადებული პროცესი ამჯერად დასასრულს უახლოვდება. ბოლო მონაცემებით, კვირის ბოლოსთვის უკვე მზად უნდა იყოს გრიფირებული სახელმძღვანელობის სრული ჩამონათვალი. საუბარია იმ წიგნებზე, რომლითაც მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ისწავლიან.
შინაარსობრივთან ერთად იცვლება სახელმძღვანელოების ტექნიკური სტანდარტები. წიგნების ბეჭდვისას არატოქსიკური საღებავები უნდა გამოიყენონ, აქცენტი კეთდება მსუბუქ მასალებზეც. ხანგრძლივი პროცესის დასრულების მიუხედავად, კონკურსში მონაწილეთა ნაწილს და ექსპერტებს გრიფირების მიმართ არაერთი პრეტენზია აქვთ. კითხვები განათლების ახალდანიშნულ მინისტრსაც გაუჩნდა.