სახარების რწმენის ეკლესიაში ქრისტეშობას ზეიმობენ

სახარების რწმენის ეკლესიაში ქრისტეშობას ზეიმობენ. რელიგიურ კონფესიას ორმოცდაათიანელებად მოიხსენიებენ. ორმოცდაათიანული ეკლესიების კავშირი საქართველოში 80-მდე ეკლესიას აერთიანებს. ღვთისმსახურების დროს სრულდება საგალობლები და ქადაგება წმინდა წერილიდან. რელიგიური გაერთიანება საქართველოში 1914 წლიდან იღებს სათავეს.

თათია მაყაშვილი იმყოფება სახარების რწმენის ეკლესიაში.