სახალხო ზეიმი საჩხერეში - „საჩხერლობა 2024“

საჩხერის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „საჩხერლობა 2024“ მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა. მთელი დღის განმავლობაში თავისუფლების ქუჩაზე მოეწყო გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. გაიმართა სამოყვარულო-სპორტული თამაშობები. ტერიტორიაზე მოეწყო იმერული ღვინისა და ადგილობრივი სოფლის ნობათის გამოფენა-გაყიდვა. დღესვე გაიხსნა ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის საჩხერის ფილიალი. დღესასწაული საზეიმო კონცერტითა და საპატიო საჩხერელების დაჯილდოებით დასრულდება.