სოფელ გომარეთში სახალხო ზეიმი, გომარეთობა აღინიშნა. ღონისძიება კულტურის სახლის ტერიტორიაზე გაიმართა. პარალელურად, მოეწყო ბავშვთა ხატვისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა. ასევე გამოიფინა ხელნაკეთი ნივთები, თიხის ჭურჭელი, თექის ნამუშევრები და ნაქსოვი აქსესუარები. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულებს კი მერიის სახელით სიმბოლური პრიზები გადაეცათ. გაიმართა დოღი და მკლავჭიდი.