მმართველი პარტია 29 აპრილს საერთო სახალხო შეკრებისთვის ემზადება – პარლამენტის წინ დღეს დილიდან სცენის მონტაჟი და სამზადისი მიმდინარეობს. „ქართული ოცნების“ ლიდერები მოსახლეობას შეკრებისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ დაინახოს, სად და რის დასაცავად დგას ქართველი ერი.
ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ აღნიშნული შეკრება სინამდვილეში ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიერ დაგეგმილი პროტესტის კონტრაქციაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა მეორე მოსმენით პარლამენტში ორშაბათს, ცხრა საათზეა ჩანიშნული.