„სახალხო პარტიის“ ლიდერმა თბილისში, ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მამუკა გიორგაძემ ამომრჩევლებს პარტიის პროგრამა გააცნო. პარტიის ლიდერის თქმით, ის კარგად იცნობს საზოგადოების საჭიროებებს და მისი არჩევის შემთხვევაში, მათი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს.