ყაზბეგობა 2024.
სახალხო დღესასწაული სტარტს სტეფანწმინდის სპორტულ მოედანზე 13:00 საათიდან აიღებს. მოქალაქეებს ადგილზე სამეწარმეო მარკეტები, საბავშვო-გასართობი და საგამოფენო სივრცეები დახვდებათ. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართება კონცერტიც. საპატიო მოხევის სტატუსით კი წელს ოთხი ადგილობრივი დაჯილდოვდება.