ონში სახალხო დღესასწაული „ონელობა – 2022“ მიმდინარეობს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიულ ლოკაციებს და არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს ეცნობიან და ადგილობრივი კულინარიის შედევრებს აგემოვნებენ. სახალხო ზეიმში მონაწილეობას ონის, ამბროლაურის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ანსამბლები და ხელოვანები იღებენ. დღესასწაულზე 2020-2021 და 2021-2022 სასწავლო წლების კურსდამთავრებულ მედალოსნებს აჯილდოებენ. დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება.
“შქმერის მთა გადავიარე” – ასე ჰქვია კონცერტს, რომლის დასრულების შემდეგ, გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში საზეიმოდ გაიხსნება ზურა და გივი ბაკურაძეების სახელობითი ვარსკვლავი.