„გოგლაობა“ აღნიშნეს პატარძეულში.
გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმში სახალხო დღესასწაული წელსაც განსაკუთრებულად იზეიმეს. გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 125 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მწერალთა კავშირის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლის ოჯახის წევრები და თანასოფლელები მონაწილეობდნენ. გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენაც. შეკრებილების წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.