სოფელ პატარძეულში სახალხო დღესასწაული „გოგლაობა“ გაიმართა. სახლში, სადაც გიორგი ლეონიძე დაიბადა და გაიზარდა, ადგილობრივებთან ერთად, მწერლის ოჯახის წევრები, ახლობლები და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. მწერლის 123-ე წლისთავზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს მწერლის შემოქმედება და ღვაწლი. ადგილობრივი თვითშემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით კი საზეიმო კონცერტი გაიმართა.