ვინ გახდება ახალი სახალხო დამცველი – არსებულ კანდიდატებს პარლამენტმა მომავალ კვირაში უნდა უყაროს კენჭი. მანამდე კი 18-ვე კანდიდატთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სარეკომენდაციო დასკვნას მოამზადებს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შერჩეულ კანდიდატებს უჭერს. უმრავლესობის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ომბუდსმენის ასარჩევად „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს უპრეცედენტოდ ღია მოდელი შესთავაზა და, შესაბამისად, პროცესიც გამჭვირვალეა.
სახალხო დამცველი დეპუტატებმა მაღალი კვორუმით, 90 ხმით 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცონ.