„მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, მოსამართლეების სანქცირების შედეგად, პროცესი კიდევ უფრო გართულდება და მნიშვნელოვანია სასამართლოში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.
მისივე განმარტებით, მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით კომენტარი მისი მანდატის ფარგლებს სცდება.